თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე, 2024 წელთან შედარებით, უცვლელი დარჩა და 13.9% შეადგინა.
2025 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წელთან შედარებით 0.3 პ.პ.-ით შემცირდა და 54.5% შეადგინა, ხოლო დასაქმების დონე 0.2 პ.პ.-ით შემცირდა და 46.9% შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.5 პ.პ.-ით შემცირდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში უცვლელი დარჩა. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.2 პ.პ.-ით შემცირდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 1.1 პ.პ.-ით გაიზარდა და შესაბამისად 47.3%-სა და 46.3%-ს შეადგენს.
2025 წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 69.3%-ს შეადგენდა, რაც 0.8 პ.პ.-ით მეტია წინა წელთან შედარებით.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს უმუშევრობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში წინა წელთან შედარებით 1.3 პ.პ.-ით გაიზარდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 2.1 პ.პ.-ით შემცირდა.
წინა წელთან შედარებით 2025 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირდა რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ასევე ქვემო ქართლის და გურიის რეგიონებში, შესაბამისად 3.1, 2.9 და 2 პ.პ.-ით.უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით.
2025 წელს აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 0.2 პ.პ.-ით გაიზარდა, ხოლო კაცებში 0.3 პ.პ.-ით შემცირდა.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე უფრო მაღალია კაცებში, ვიდრე ქალებში. 2025 წელს აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 44.2%-ს, ხოლო კაცებში 66.3%-ს შეადგენდა. წინა წელთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში 0.7 პ.პ.-ით შემცირდა, ხოლო კაცებში 0.1 პ.პ.-ით გაიზარდა.
2025 წელს, წინა წელთან შედარებით, დასაქმების დონე ქალებში 0.7 პ.პ.-ით შემცირდა, ხოლო კაცებში 0.2 პ.პ.-ით გაიზარდა.
2025 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში (39%), ხოლო ყველაზე დაბალი - 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში (3.5%), რის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში აქტიურობის დაბალი მაჩვენებელი.