თბილისი (GBC) - სარეზერვო აქტივები მაისის მდგომარეობით (01.06.2026) $6.47 მლრდ აშშ დოლარია ($).

სებ-ის ინფორმაციით, აპრილში 154 მილიონიანი ზრდაა. რეგულატორი Q1/2026-ში $500 მლნ-მდე წმინდა სავალუტო შესყიდვებზე აცხადებს, რაც  ხელსაყრელი მაკროეკონომიკური გარემოს ფონზე გახდა შესაძლებელი.

სებ-ის აპრილის აქტივობა და ვაჭრობის მოცულობა 25 მაისს გახდება ცნობილი. მარტში $16.2 მლნ-ის წმინდა გაყიდვები აღინიშნა. თებერვალ - იანვრის წმინდა შესყიდვები ნახევარ მილიარდ დოლარს აღემატება. 

ოქროს ფასის მნიშვნელოვანი მატებას წელს არ შეიმჩნევა. თუმცა 2-წლიან ჭრილში, იმ დროიდან (03/2024), რაც  სებ-მა მონეტარული ოქრო რეზერვებში შეიტანა, ოქროში განხორციელებული ინვესტიციის ღირებულება, ოქროს ფასის მატების შედეგად $558.2 მლნ-ით გაიზარდა.

01.06.2026-ის მდგომარეობით, მონეტარული ოქროს ღირებულება 1.058 მლრდ აშშ დოლარია, მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16.4%.

საერთაშორისო რეზერვების განახლებულ მონაცემები 8 ივნისს გამოქვეყნდება.