თბილისი (GBC) - მიკრობანკმა კრისტალმა 28 წლიანი საქმიანობის განმავლობაში ყველაზე მსხვილი სასესხო ხელშეკრულება გააფორმა. ტრანზაქციის საერთო მოცულობა 20 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და მოზიდულია გერმანიაში დაფუძნებული, მაღალი რეპუტაციისა და სოციალურ გავლენაზე ორიენტირებული საინვესტიციო ფონდი Invest in Visions-სგან. დაფინანსება სრულად ნომინირებულია ლარში და მიმართული იქნება საქართველოს მასშტაბით მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერისკენ.

აღნიშნული ტრანზაქცია წარმოადგენს კრისტალის პირველ მსხვილ საერთაშორისო დაფინანსებას 2026 წელს.ლარში ნომინირებული ხელშეკრულება აძლიერებს  მიკრობანკის ვალდებულებების მართვის ჩარჩოს, ამცირებს სავალუტო რისკებს და ზრდის მიკრობანკის შესაძლებლობას, რომ მეწარმეებისთვის ადგილობრივ ვალუტაში უზრუნველყოს ფინანსური რესურსი.

როგორც კრისტალის გნეერალური დირექტორი, ილია რევია აღნიშნავს: “მიკრობანკის ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ განხორციელებული ეს შეთანხმება ასახავს კომპანიის სტრატეგიული ტრანსფორმაციის წარმატებას, და მიუთითებს საერთაშორისო ინვესტორების მზარდ ნდობაზე კრისტალის კორპორაციული მართვის ხარისხის, ოპერაციული ეფექტიანობისა და გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარების მიმართ. ახალი დაფინანსება შექმნის დამატებით შესაძლებლობებს მიკრო და მცირე ბიზნესის დაფინანსების გაფართოებისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ აქტივობას, დასაქმების ზრდასა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას”.

სერგეი შკოლნიკოვი, Invest In Visions-ის უფროსი პორტფოლიო მენეჯერი აღნიშნავს: „ჩვენ ვამაყობთ, რომ კრისტალთან აღვნიშნავთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს ჩვენს მრავალწლიან პარტნიორობაში. ათ წელზე მეტი ხნის წინ გავეცით პირველი სესხი კრისტალზე. დღეს კი ახალი დაფინანსება და, განსაკუთრებით ჩვენი პირველი სესხი ადგილობრივ ვალუტაში, ასახავს როგორც ჩვენი ურთიერთობის სიმტკიცეს, ისე ინსტიტუციის გამორჩეულ ზრდას. წლების განმავლობაში ჩვენ გვქონდა პრივილეგია, მხარი დაგვეჭირა კრისტალის ტრანსფორმაციისთვის მცირე მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან ქვეყნის უდიდეს მიკრობანკად ჩამოყალიბებამდე. ამ გზაზე ჩვენი პარტნიორობა დაეხმარა საქართველოში ათასობით მცირე მეწარმის დაფინანსებას, რაც ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებასა და ფინანსური ჩართულობის ზრდას”.Top of Form

Invest In Visions-ის შესახებ:

Invest in Visions GmbH დაარსდა 2006 წელს ედდა შროდერის მიერ იმ ხედვით, რომ გერმანიაში ინსტიტუციურ და კერძო ინვესტორებს მისცემოდა წვდომა ინვესტიციებზე, რომელიც არა მხოლოდ ფინანსურ შედეგს ქმნის, არამედ დადებით სოციალურ გავლენასაც უზრუნველყოფს.

2011 წელს Invest in Visions-მა მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია: HANSAINVEST GmbH-თან თანამშრომლობით მან შექმნა გერმანიაში პირველი მიკროსაფინანსო ფონდი, რომელიც კერძო ინვესტორებისთვისაც ხელმისაწვდომია.

2025 წელს განხორციელდა კიდევ ერთი ინოვაციური ნაბიჯი: HANSAINVEST LUX-თან პარტნიორობით შეიქმნა IIV Solar Electrification Debt ELTIF — პირველი ევროპული საინვესტიციო ფონდი, რომელიც მიმართულია სუბ-საჰარის აფრიკაში off-grid ელექტროენერგიის მიწოდების დაფინანსებაზე. აღნიშნული ფონდი ხელმისაწვდომია როგორც ინსტიტუციური, ისე კერძო ინვესტორებისთვის.

მიკრობანკი “კრისტალის”  შესახებ:

მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 47 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.

(R)