თბილისი (GBC) – საუდის არაბეთის კორპორაცია Humain-მა ილონ მასკის სტარტაპ xAI-ში $3 მლრდ–ის ინვესტიციის შესახებ გამოაცხადა. ეს ინვესტიცია მასკის მიერ კაპიტალის მოზიდვის 20-მილიარდიანი რაუნდის ნაწილია, რომელიც ხორციელდება მანამ, სანამ xAI-ს მასკისავე კოსმოსური კორპორაცია SpaceX შეიერთებს. შთანთქმის პროცესის დასრულების შემდეგ, Humain SpaceX-ის აქციების 0,24%-ის ფლობდეს გახდება. Humain 2025 წელს საუდის არაბეთის სუვერენული ფონდის მიერ დაფუძნდა. იმავე წლის ნოემბერში Humain-მა და xAI-მ გამოაცხადეს საუდის არაბეთში 500 მეგავატი სიმძლავრის მონაცემთა ცენტრის მშენებლობისა და სამეფოში Grok-ის მოდელების დანერგვის გეგმების შესახებ.
აქამდე xAI-ს უმსხვილესი კლიენტები მასკის საკუთარი კომპანიები — Tesla და SpaceX იყვნენ. თუმცა, 2025 წლის შუა პერიოდიდან კომპანიამ დაიწყო კონტრაქტების გაფორმება პენტაგონთან და აშშ-ის სახელმწიფო სტრუქტურებთან, ასევე გააფორმა შეთანხმება ელ-სალვადორთან ეროვნულ საგანმანათლებლო სისტემაში Grok-ის დანერგვის თაობაზე.
საუდის არაბეთი ამ რბოლაში მარტო არ არის: ქუვეითის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საუდის არაბეთის სუვერენული ფონდები ჯამში 4 ტრილიონ დოლარზე მეტს აკონტროლებენ, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ახლა ხელოვნური ინტელექტის სფეროში მიიმართება. კატარის საინვესტიციო ფონდმა ახლახან განახორციელა ინვესტიცია Anthropic-ში (183 მილიარდი დოლარის შეფასების რაუნდში), ხოლო აბუ-დაბის კომპანია MGX სათავეში ჩაუდგა იმავე კომპანიის დაფინანსების ბოლო რაუნდს, რომლის მიზანია მართვის ქვეშ მყოფი აქტივების 100 მილიარდ დოლარამდე გაზრდა.
მასკის კომპანიაში ინვესტირების გარდა, Humain-მა უკვე მოასწრო სახსრების დაბანდება ვიდეო-სტარტაპ Luma AI-ში, ასევე შექმნა ერთობლივი საწარმო ჩიპებისა და მოწყობილობების გიგანტებთან — AMD-სა და Cisco-სთან, სამეფოს ტერიტორიაზე მონაცემთა ცენტრების ასაშენებლად.