თბილისი (GBC) – კომპანია Apple-მა 2026 წლის პირველი მასშტაბური ტექნიკური პრეზენტაცია დააანონსა. ღონისძიება 4 მარტს გაიმართება და, წინასწარი მონაცემებით, წლის დასაწყისის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული პრემიერა იქნება. პრეზენტაცია სახელწოდებით Special Apple Experience ერთდროულად სამ მეგაპოლისში — ნიუ-იორკში, შანხაისა და ლონდონში ჩატარდება. ჟურნალისტებმა უკვე მიიღეს მოწვევები Apple-ის სამგანზომილებიანი ლოგოთი, რომელიც ყვითელი, მწვანე და ლურჯი დისკებისგან არის შესრულებული.

რას წარმოადგენენ პრეზენტაციაზე

iPhone 17e — ხელმისაწვდომი ფლაგმანი

მთავარი შესაძლოა გახდეს iPhone 17e — ახალი თაობის ხაზის ყველაზე ხელმისაწვდომი მოდელი. ინსაიდერების თქმით, მოწყობილობს ექნება:

  • 6,1-დუიმიანი ეკრანს უფრო თხელი ალუმინის ჩარჩოებით;
  • Dynamic Island ჭრილს, რომელიც მანამდე მხოლოდ ძველი თაობის ვერსიებში გვხვდებოდა;
  • A19 პროცესორს, რომლის დებიუტიც სტანდარტულ iPhone 17-ში შედგა;
  • 5 ვტ სიმძლავრის MagSafe მაგნიტური დამუხტვის მხარდაჭერას.

ძირითადი კამერა შეინარჩუნებს 48 მპ გარჩევადობას ორმაგი ოპტიკური ზუმით, ხოლო ფრონტალური კამერა მიიღებს ახალ 18-მეგაპიქსელიან სენსორს Center Stage ფუნქციით. მოსალოდნელი საწყისი ფასი — 599 დოლარიდან. არ არის გამორიცხული, რომ მისი ოფიციალური დებიუტი სწორედ 4 მარტს შედგეს.

ტაბლეტების განახლება

პლანშეტების ხაზში მოსალოდნელია საბაზისო iPad-ისა და iPad Air-ის ვერსიების განახლება. საბაზისო iPad მიიღებს A18 ჩიპს (A16-ის ნაცვლად) და პირველად შესთავაზებს მომხმარებელს წვდომას Apple Intelligence პლატფორმის ფუნქციებზე. თავის მხრივ, iPad Air გადავა M3 პროცესორიდან უფრო მძლავრ M4-ზე.

კომპიუტერული სიახლეები და „ბიუჯეტური“ MacBook

კომპიუტერულ სიახლეებს შორის იქნება განახლებული MacBook Pro მოდელები M5 Pro და M5 Max პროცესორებით. თუმცა, მთავარი მოვლენა შესაძლოა გახდეს კომპანიის ისტორიაში პირველი ხელმისაწვდომი MacBook-ის დებიუტი, რომლის ღირებულებაც 1000 დოლარზე ნაკლები იქნება. ცნობილია, რომ ფასი შესაძლოა დაახლოებით 700 დოლარიდან დაიწყოს.

ფასის შესამცირებლად Apple გარკვეულ კომპრომისებზე წავა:

  • M-სერიის პროცესორების ნაცვლად გამოიყენებს მობილურ ჩიპს A18;
  • ეკრანის დიაგონალი იქნება 13 დუიმზე ნაკლები;
  • გამოყენებული იქნება მოწყობილობის გამარტივებული არქიტექტურა.

მიუხედავად ამისა, ლეპტოპი შეინარჩუნებს ალუმინის კორპუსს — მისთვის შემუშავებულია წარმოების ახალი, უფრო ეკონომიური მეთოდი. მოდელის პოპულარიზაციას სტუდენტებსა და კორპორაციულ კლიენტებს შორის გეგმავენ და მას მკვეთრ, თუმცა დახვეწილ ფერებში შემოგვთავაზებენ.

სხვა სიახლეები

გარდა ამისა, შესაძლოა წარმოდგენილი იყოს Mac-ის ახალი გარე დისპლეები, განახლებული Apple TV და ჭკვიანი დინამიკი HomePod mini. აღინიშნება, რომ საგაზაფხულო პრეზენტაცია ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოვლენა იქნება ინდუსტრიაში.

მანამდე Apple-ის გენერალურმა დირექტორმა ტიმ კუკმა განაცხადა კომპანიის განზრახვის შესახებ, გაზარდოს ინვესტიციების მოცულობა ჩინეთში ბიზნესის განვითარებისთვის.