თბილისი (GBC) - სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესმდივანი ნაზელი ბაღდასარიანი ავრცელებს.
ხუთშაბათს, ფაშინიანი ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ (Board of Peace) საინაუგურაციო შეხვედრას დაესწრება. „მშვიდობის საბჭოს“ შექმნა იყო აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ღაზას სექტორში კონფლიქტის დასრულების მიზნით შეთავაზებული გეგმის ნაწილი. საბჭოს დაარსების შესახებ განცხადება იანვარში გაკეთდა.
„მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანების მიზნით მიწვეულია მსოფლიოს დაახლოებით 60 ლიდერი, რომელთაგან ზოგიერთი - მათ შორის სომხეთი - დამფუძნებელი წევრია. საბჭოს პირველი თავმჯდომარე თავად დონალდ ტრამპი გახდა. საქართველოს ხელისუფლება „მშვიდობის საბჭოში“ არ მიუწვევიათ.
„მშვიდობის საბჭოს“ გახსნის ცერემონია 22 იანვარს, შვეიცარიაში, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.