თბილისი (GBC) - ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ერთობლივ მხარდაჭერაზე აცხადებს. 30 აპრილს „ღამის კურიერში"ლაშა ხუციშვილმა გაბაცხადა, რომ პარტნიორები აღნიშნავენ  საქართველოს მიერ მიღწეულ მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე.

ამას მინისტრის განმარტებით განაპირობებს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები: 4 წლის განმავლობაში შენარჩუნებული მაღალი ეკონომიკური ზრდა, ყოველწლიურად 9.5%; აღდგენილი მაკროეკონომიკური პარამეტრები, რითაც ის გამორჩეულია, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში. უსაფრთხო დონეზეა საბიუჯეტო დეფიციტი, 2.4%-ის ფარგლებში, ვალი/მშპ-სთან  36%-ის ფარგლებში, ასევე ინფლაციის მაჩვენებელი, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი.

"ქვეყანამ მიაღწია მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და დღევანდელი ამოცანაა ამ მიღწევის შენარჩუნება", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა. TV ეთერში მან იანვარ-მარტის ბიუჯეტის 102%-ით შესრულებაზეც განაცხადა.

კიდევ ერთხელ თქვა, რომ ბიუჯეტის შესრულებას პრობლემა არ არის. "4 წელია განმავლობაში ვისმენთ  „დაანონსებულ საბიუჯეტო კრიზისზე", თუმცა სბიუჯეტი ყოველთვის სრულდება გადაჭარბებით".

ამ დროისთის ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 9.3%-ია. ამ წლის ბიუჯეტი დაგეგმილია კონსერვატიულად - 6%-იან  ეკონომიკურ ზრდაზე და არსებული ტენდენციით, ბიუჯეტის შესრულებას არანაირი პრობლემა არ აქვს.

როგორც იცით, საქართველოში სსფ-ის მისია ვიზიტს ივნისში გეგმავს, IV მუხლის ფარგლებში. რაზეც ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა იერუნ კლიკმა განაცხადა.

მას მინისტრი და სებ-ის პრეზიდენტი სსფ-ს და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო კამპანიის ფარგლებში შეხვდნენ და ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

IMF-ის შეჩერებული $280–მილიონიანი პროგრამა, 36 თვის ვადაში შესასრულებელ ვალდებულებებზე იყო მიბმული.

ფონდს კითხვები ჰქონდა სებ-ის I ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღებაზე, რომლის კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ვეტო დაადო

ეს იყო 2023-ის თებერვალში, ივნისში კი პარლამენტი საკითხს მიუბრუნდა (რუსული კანონის  მსგავსად, თუმცა განსხვავება იყო დროის ინტერვალში 1 წლიანი და ნახევარწლიანი) ვეტო დაძლია და თურნავა I ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

ამას დაერთო, თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებაზე საგამონაკლისო წესის მიღება, რომელიც ხელისუფლების ოპონენტებმა ფარცხალაძის დასანქცირებას დაუკავშირეს. მე-3, სახელმწიფო საწარმოების რეფორმის საკითხი იყო.