თბილისი (GBC) - „დადგა დრო საკუთარი ფულის ნიშნის აუცილებლობის შესახებ...“, - წერდა კონსტანტინე კანდელაკი 105 წლის წინათ.

ეროვნული ბანკი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის გასულ საუკუნეში ნათქვამს, ეროვნული ვალუტის 30 წლის იუბილემდე ერთი წლით ადრე იხსენებს.  

1919 წლის 11 ივლისს მიმოქცევაში გავიდა პირველი ეროვნული ფულის ერთეული #ქართულიბონი, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი იყო.

ესკიზები მხატვრებმა - იოსებ შარლემანმა, ჰენრიხ ჰრინევსკიმ და დიმიტრი შევარდნაძემ შეიმუშავეს. ფულზე გამოსახულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი და ინიციალები "სდრ".

ქართული ბონები 1919 - 1921 წლებში მიმოიქცეოდა და დროებითი გადახდის საშუალებას წარმოადგენდა. 1921 -2023 წლებში მიმოქცევაში იყო საბჭოთა სოცილისტური რესპუბლიკის ქართული მანეთი.

1923 წელს, რაც საქართველო ამიერკავკასიის სოციალისტურ ფედერაციუილ საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა, ქართული მანეთი მე-2 სამხრეთ კავკასიურმა რუბლმა, 1937* წლიდან კი სსრკ ერთიანმა ვალუტამ ჩაანაცვლა.

როგორც გახსოვთ (ნუ ვისაც ახსოვს) საბჭოეთის ფულის ზონიდან საქართველო 1993 (5 აპრილი) წელს გამოვიდა და შემოვიდა კუპონი, ასევე დროებითი გადახდის საშუალება. ლარი გაჩნდა 1995 წლის 2 ოქტომბერს, დავით იაკობიძის ფინანსთა მინისტრობის პერიოდში.

დაბადებიდან, მას შემდეგ რაც ლარი სუვერენული ქვეყნის მიმოქცევაშია, ქვეყანა ევროინტეგრაციისთვის ემზადება, ლარი კი პოზიციების დათმობას მხოლოდ ევროსთვის აპირებს. 

 

 

 



* 05.12.1936-ს სსრკ საბჭოების საგანგებო VIII ყრილობამ მიიღო ქვეყნის ახალი კონსტიტუცია, რის შედეგადაც გაუქმდა ამიერკავკასიის სფსრ, ხოლო მასში შემავალი სამი რესპუბლიკა დამოუკიდებლად შევიდა სსრკ-ის შემადგენლობაში.