თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 22–26 დეკემბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამი ქართული კომპანიიდან ორმა ვაჭრობა, წინა კვირასთან შედარებით, მცირედ მინუსში დახურა. 

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 91.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.46% წინა კვირასთან შედარებით და +4.53% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 83 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 90.85 - 92.60 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 59 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 40.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.62% წინა კვირასთან შედარებით და +0.12% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 71 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 40.05 - 40.70 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 70 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 30.40 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.66% წინა კვირასთან შედარებით და +12.80% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 72 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 30.05 - 30.95 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 44 ათასი აქცია შეადგინა.