თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 8–12 ივნისის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბიროჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც წინა კვირასთან, ისე წინა თვესთან შედარებით.

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 110.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.74% წინა კვირასთან შედარებით და +3.95% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 209 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 100.90 - 111.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 55 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 45.32 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.52% წინა კვირასთან შედარებით და +3.19% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 215 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 42.06 - 45.76 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 65 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 42.35 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +6.68% წინა კვირასთან შედარებით და +10.43% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 171 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 38.90 - 42.35 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 46 ათასი აქცია შეადგინა.