თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 25–29 მაისის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასები გაიზარდა, წინა კვირასთან შედარებით. 

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 111.10 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.42% წინა კვირასთან შედარებით და +1.18% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 247 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 107.70 - 112.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 68 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 45.02 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.69% წინა კვირასთან შედარებით და -5.82% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 265 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 44.00 - 46.02 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 71 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 42.05 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +6.46% წინა კვირასთან შედარებით და +7.96% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 304 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 39.70 - 42.25 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 72 ათასი აქცია შეადგინა.