თბილისი (GBC) – საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ ზაქირ ჰასანოვს ორშაბათს შეხვდა, სადაც ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 

მთავრობის პრეს–სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას.

ყურადღება გამახვილდა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი დაესწრო.