თბილისი (GBC) – აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ აზერბაიჯანელ ხალხს 28 მაისი – ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

რუბიომ აღნიშნა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვაშინგტონმა და ბაქომ ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აიყვანეს. მისი თქმით, ამ პროცესის კულმინაცია ბაქოში სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ხელმოწერა გახდა, რომელსაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აწერდნენ ხელს.

„იმედი გვაქვს, მომავალშიც გავაძლიერებთ პარტნიორობას რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების, ეკონომიკური კავშირებისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების გზით“, – ნათქვამია განცხადებაში.

სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მხარდაჭერა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონი მიესალმება აზერბაიჯანის ერთგულებას სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის მიმართ და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელების იმედი აქვს.

რუბიომ ბოლოს აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები აზერბაიჯანთან პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას როგორც მიმდინარე წელს, ისე მომავალშიც ელოდება.