თბილისი (GBC) – ჩინეთის ქალაქ ხანჯოუში გამართულ მე-8 საერთაშორისო ჩაის გამოფენაზე ჰუმანოიდურმა რობოტმა ცნობილი ჩაის ლუნცზინის ფოთლების კრეფის უნარი წარმოადგინა. ამის შესახებ სააგენტო სინხუა იუწყება.

გამოფენის ფარგლებში რობოტი ახლომდებარე ჩაის პლანტაციაში გადაიყვანეს, სადაც იგი ჩაის ფოთლების მაღალი სიზუსტით შეგროვებას სწავლობდა. დემონსტრაციამ აჩვენა, როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ტრადიციულ ინდუსტრიებში, მათ შორის ჩაის წარმოებაში.

ლუნცზინი ჩინეთში მწვანე ჩაის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სახეობად ითვლება.

ჩინეთი აქტიურად ავითარებს რობოტექნოლოგიებს და ინტელექტუალურ რობოტებს სატრანსპორტო სისტემაში, მრეწველობაში, მომსახურების სფეროსა და ურბანულ ინფრასტრუქტურაში ნერგავს.

ქვეყანა ავტომატიზაციასა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებზე აკეთებს აქცენტს და რობოტექნოლოგიას ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად განიხილავს.

მაისის დასაწყისიდან რობოტები ჰანჯოუში საგზაო მოძრაობის რეგულირებაშიც მონაწილეობენ. მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთმა რობოტებისთვის „პასპორტების“ გაცემაც დაიწყო.