თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 5–9 იანვრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისულტი სამი ქართული კომპანიიდან ორის აქციები, წინა კვირასთან შედარებით, მინუსშია. პლუსშია მხოლოდ საქართველოს კაპიტალის აქციები, როგორც წინა კვირასთან, ისე წინა თვესთან შედარებით.
კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 91.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.27% წინა კვირასთან შედარებით და -1.55% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 305 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 88.80 - 93.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 64 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 39.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.63% წინა კვირასთან შედარებით და -3.21% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 293 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 38.00 - 40.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 53 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 31.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.81% წინა კვირასთან შედარებით და +5.24% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 415 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 30.35 - 31.60 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 56 ათასი აქცია შეადგინა.