თბილისი (GBC) - ეს მაგთიკომის ტექნოლოგიური წინსვლაა, რომელმაც საქართველოს საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

მაგთი მსოფლიოს ყველაზე სწრაფი მობილური ქსელების რეიტინგში 2025 წლის ორი კვარტალის მონაცემით მე-6 ადგილზე დასახელდა.

ერთი წელიც არ გასულა, რაც მაგთიკომმა საქართველოში 5G ტექნოლოგია დანერგა და ამით არა მხოლოდ ახალი ციფრული შესაძლებლობები შექმნა მომხმარებლებისთვის, არამედ ქვეყანას საერთაშორისო აღიარებაც მოუტანა.

მაგთის ტექნოლოგიური წინსვლის შედეგად, საქართველო ისეთ მოწინავე სატელეკომუნიკაციო ქვეყნებს გაუტოლდა, როგორებიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი, ვიეტნამი, სინგაპური და ბულგარეთი.

დღეისათვის მაგთის მობილური ქსელი საქართველოს დასახლებული, კონტროლირებადი ტერიტორიის 99%-ს ფარავს.