თბილისი (GBC) – საქართველოს ბანკი ლოიალური მომხმარებლების წახალისებას აგრძელებს. ამჯერად, ბანკმა პარტნიორ კომპანია მეტრომარტთან ერთად, ნაწილ-ნაწილ გადახდისას სპეციალური შეთავაზება მოამზადა.
შეთავაზების ფარგლებში, 5 სექტემბერს, მომხმარებლები მეტრომარტში სასურველი ნივთის საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ შეძენისას 30%-იან ქეშბექს მიიღებენ (მაქსიმუმ 200 ლარის).
აქცია ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ მაღაზიებში. ქეშბექი ერთჯერადია და მომხმარებლებს ის სამი სამუშაო დღის განმავლობაში დაუბრუნდებათ.
ინფორმაციისთვის, შეთავაზება მხოლოდ 5 სექტემბერს მოქმედებს და არ ვრცელდება iPhone-ის შეძენაზე.
მეტრომარტი საქართველოში ტექნიკისა და ელექტრონიკის ქსელია, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა კატეგორიის ტექნიკას, მათ შორის სმარტფონებს, ლეპტოპებს, ტელევიზორებსა და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკას სთავაზობს.
ნაწილ-ნაწილ საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდია, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს სასურველი ნივთი შეიძინონ დღესვე, ხოლო თანხა 4 თვეზე თანაბრად გადაანაწილონ ისე, რომ პროდუქტის ჯამური ღირებულება არ გაუძვირდეთ (ეფექტური 0%). ამასთანავე, მომხმარებლებს შეუძლიათ თანხის ნაწილი გადაიხადონ, დარჩენილი კი მომდევნო თვეებზე გადაანაწილონ. შესაბამისად, ნაწილ-ნაწილ გადაიხდით ზუსტად იმდენს, რასაც ერთიანად გადაიხდიდით.
