თბილისი (GBC) – ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა განახევრდა - დღეს ბაზარზე 37 კომპანია ოპერირებს, რომლებიც ჯამში 4500-მდე ადამიანს ასაქმებს. მისოების რაოდენობის შემცირება რეგულაციების გამკაცრებას უკავშირდება, თუმცა რეგულირების შემდეგ სექტორი მნიშვნელოვნად გაჯანსაღდა. მიუხედავად ამისა, სექტორში არაერთი გამოწვევა რჩება. 

G&T-ის მოანცემებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ბანკებთან კონკურენცია და ფინანსების მოძიების პრობლემაა. ამასთან მიუხედავად იმისა რომ მიკრო საფინანსო ორგანიზაციების მთავარი მანდატი წესით მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსება უნდა იყოს, პორტფელის მხოლოდ 0.1% მოდის იურიდიულ პირებზე, გაცემულ სესხებში იურიდიული პირების წილი კი მხოლოდ 1.9%-ია. სექტორის პორტფელში ყველაზე დიდი წილი სოფლის მეურნეობის სექტორს უკავია. შესაბამისად მისოები ძირითადად რეგიონებში არიან წარმოდგენილი. 

ამჟამად 37 მიკროსაფინანსოდან ბიზნესს აქტიურად 12 აფინანსებს. შედეგად მისოების პორთფელში საკმაოდ დიდი წილით არიან წარმოდგენილები ფიზიკური პირები სამომხმარებლო სესხით. სამომხმარებლო სესხები პორტფელის 80%-ს აღწევს. აღსანიშნავია რომ სხვა ქვეყნებში ეს წილი მხოლოდ 35-40%-ია. 

მიკროსაფინანსო სექტორის ერთ-ერთ მთავარ რისკს კურსის გაუფასურება წარმოადგენს, რადგან სესხების 39% უცხოეურ ვალუტაშია გაცემული. 

საქართველოში მიკრობანკების შესახებ კანონი სავარაუდოდ მიმდინარე წლის თებერვალში დამტკიცდება, რაც იმას ნიშნავს რომ ისეთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს რომელთა პორფელში ბიზნეს სესხებია წარმოდგენილი შესაძლებლობა ექნებათ მიკრო ბანკის სტატუსი მიიღონ. Galt&Taggart-ის კვლევით ამის პოტენციალი ბაზარზე 12 მისოს აქვს, თუმცა მიკრო ბანკის სტატუსის მოპოვების სურვილი გაცხადებული მხოლოდ რამდენიმე კომპანიას აქვს.