თბილისი (GBC) - მიკროსაფინანსო სექტორში პრომბლემური სესხები ისტორიულ მინიმუმზეა. 2.2%-ს არ აღემატება

მ/ო სტატისტიკით, 1,899 მლრდ ლარის  სასესხო პორტფელში უიმედო კატეგორიაში  42 მლნ  ლარის სესხებია. სულ, სექტორს (34 მისო) 910 000 სესხი აქვს გაცემული. 

ოქრო და სხვა ძვირფასი ლითონები, რომლებიც მიიღება უზრუნველყოფის საგნის სახით უიმედო
მსესხებლებისგან სესხების დასაფარად, თავდაპირველად აღირიცხება თვითღირებულებით, რომელიც
უტოლდება დასაკუთრების თარიღისთვის დაფარული სესხის წმინდა საბალანსო ღირებულებას.

ამისშემდეგ იზომება სამართლიანი ღირებულებით, რომელიც განისაზღვრება გადადნობის მოსალოდნელი
დანახარჯებით შემცირებული ბლუმბერგის შეთავაზებული ფასით. სამართლიანი ღირებულების
ცვლილებები თავდაპირველი აღიარების შემდეგ და ოქროს ზოდების გასხვისების შედეგად მიღებული
შემოსულობა/ზარალი აღირიცხება სხვა შემოსავლებში. რადგან ძვირფასი ლითონების და სხვა
დასაკუთრებული უზრუნველყოფის გაყიდვა ძირითადი შემოსავლის წყაროსთან (კომპანიის
საქმიანობები) არ არის დაკავშირებული.

1.9 მლრდ-იანი პორტფელის თითქმის ნახევარი - ₾870 მლნ.  ოქროს და სხვა ძვირფასი ლითონების უზრუნველყოფით არის გაცემული. 220 მლნ ლარის სესხების გირაოში უძრავი ქონება დევს.

ფინანსური აქტივები ნაწილობრივ ან  მთლიანად, ჩამოიწერება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც
კომპანია შეწყვეტს აღდგენის განხორციელებას. სალომბარდო სესხები, მათ შესაბამის რეზერვთან ერთად,
ჩვეულებრივ, ჩამოიწერება და უზრუნველყოფის საგნის დასაკუთრება ხდება მაშინ, როდესაც შესაბამისი
სესხი 60−90 დღეზე მეტი ხნით იქნება ვადაგადაცილებული.

უიმედო იპოთეკური სესხები ჩამოიწერება მაშინ, როდესაც უზრუნველყოფის საგნის ამოღების პროცედურები სრულდება ან ფულადი ნაკადების
შემდგომი მიღება აღარ არის მოსალოდნელი მსესხებლისგან ან უზრუნველყოფის საგნიდან, რასაც
შეიძლება 2 წელი დასჭირდეს. თუ ჩამოსაწერი თანხა აღემატება დაგროვილი ცვეთის რეზერვს, სხვაობა
თავდაპირველად აღირიცხება რეზერვზე დამატების სახით, რომელიც შემდეგ გამოიყენება მთლიან
საბალანსო ღირებულებასთან მიმართებით. ნებისმიერი შემდგომი ანაზღაურება განეკუთვნება
საკრედიტო ზარალის ხარჯს. ჩამოწერა წარმოადგენს აღიარების შეწყვეტის მოვლენას.

მისოების  პორტფელი 

 

 სულ თანხა

 სულ რეზერვი

 სულ სესხების რაოდენობა

ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები

1 873 289 199

 (65 087 196)

          908 227

ვაჭრობა და მომსახურება

184 063 847

(7 293 160)

              32 458

სამომხმარებლო სესხები

535 265 183

(31 896 707)

              91 842

სოფლის მეურნეობა

121 148 493

 (5 895 801)

              23 184

ლომბარდი

 981 847 612

 (18 712 865)

            712 745

განვადება

43 428 092

 (903 426)

              47 503

იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები

   25 953 042

   (3 079 655)

                    950

მთლიანი სესხები

1 899 242 240

 (68 166 852)

              909 177