თბილისი (GBC) - "2026-2028 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების" დადგენილების პროექტს პარლამენტში კენჭი ეყარა.

დოკუმენტის წარდგენისას სებ-ის პრეზიდენტმა ოქტომბერში მაკროეკონომიკური პროგნოზების განახლებაზე განაცხადა. ცენტრალური სცენარით, ინფლაცია დროებით 3%-იანი მაჩვენებლის მაღლა შენარჩუნდება და 2025 წელს საშუალოდ 4%-ს შეადგენს.

წინასწარი მონაცემებით 9 თვის საშუალო ზრდა 7.7%-ია შეადგენს. სებ-ის 2025-ის ცენტრალური პროგნოზი 7.4-ია. 

ნათია თურნავამ 2025-ში მპ-ის კომუნიკაციის ახალი, სცენარებზე დაფუძნებული მიდგომის დანერგვაზე განაცხადა,  რისკების მართვა დაეფუძნა შესაძლო სცენარების დეტალურ ანალიზს. პოლიტიკის გატარებისას, ეროვნული ბანკი რეაგირებს ისე, რომ იდენტიფიცირებადი რისკის რეალიზებისას ეკონომიკური დანაკარგი მინიმიზებული იყოს

ნათია თურნავა ლარიზაციის პოლიტიკასაც შეეხო. მისი თქმით ლარის მიმართ ნდობა იზრდება.