თბილისი (GBC) - სებ-ის ანალიტიკური სტატისტიკით, სექტემბერში ნაღდ ფულზე მოთხოვნა  თითქმის განახევრდა. 80 მლნ ლარით გაიზარდა. აგვისტოში კი, მატება, სებ-ის თვის მიმოხილვით , 137 მლნ ლარამდე იყო.

რეფინანსირების სესხები აგვისტოში ₾90 მლნ-ით გაზრდილია, სექტემბერში კი 200 მილიონით.

მთლიანობაში, საანგარიშო თვეს ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 51.2 მლნ ლარით, ₾3,83 ლარს მლრდ -მდეა მომატებული.

ფართო ფულის (M3) მოცულობა თვიურად 214.3 მლნ ლარით მატულობს. მიმოქცევაში ლარის მოცულობა ₾6.4 მლრდ-ს აღემატება.

სებ-მა სამშაბათის აუქციონით , მიმოქცევიდან  132 მლნ ლარამდე ამოიღო . სებ-ის ინფორმაციით, რეგულატორი სავალუტო ბაზარზე ისე ერევა (როცა აწონასწორებს,ჭარბ მერყეობას ამცირებს) რომ კურსის საშუალო და გრძელვადიან სტაბილურობას საფრთხე ააცილოს.

ლარის სიჭარბე კი აღინიშნება მაშინ, როცა ბაზარზე მის მოცულობასთან შედარებით მსხვილი გარიგება იდება ან ლიკვიდობის დროებითი ნაკლებობაა.

ამასთან სავალუტო ინტერვენციების გავლენა ასიმეტრიულია. ინტერვენცია უფრო ჭრის, როცა ლარი მყარია.  (ეფექტიანობის ასიმეტრიულობას ეროვნული ბანკი ყოველთვის ითვალისწინებს)

სებ-ის მიერ 8 ოქტომბერს გამოტანილი  60 მილიონიდან ბაზარმა $48.5 მილიონი შეისყიდა

11 ივნისიდან სებ-ს სავალუტო აუქციონი არ გაუმართავს. მაის-ივნისში კი $169 მლნ -მდე გაყიდა და სისტემას 500 მლნ-მდე ლიკვიდობა მოაკლდა.

BMatch-ზე სებ-ის ივლის-აგვისტოს წმინდა შესყიდვებმა 43 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ცენტრალური ბანკის წმინდა სავალუტო გაყიდვებზე მოდის 61.6 მლნ აშშ დოლარი (სამთავრობო კონვერტაციები)

სებ-ის წილი  სავალუტო ბაზარზე და Bmatch-ზე შესყიდვები(გაყიდვები)

 პერიოდი

წილი

  შესყიდვა(გაყიდვა)

აგვისტო 

1.2%

  $41 მლნ 

ივლისი

0.1%

  $1.9 მლნ 

ივნისი

3.3%

  ($42 მლნ)

მაისი 

3.7%

  ($9.1 მლნ)

აპრილი

 2.3% 

  $73.1 მლნ

მარტი 

4.3%

  $127,9 მლნ 

თებერვალი 

3.0% 

  $77.5 მლნ

იანვარი

0.3% 

  $8.1 მლნ 

 

წყაროსებ- & BRG