თბილისი (GBC) - საპენსიო ფონდის 31 დეკემბრის სტატისტიკით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1,7 მლნ პირს აჭარბებს.

დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 26,820-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა ₾124 მლნ.

01.01.2026-ისთვის, საპენსიო ფონდის აქტივებმა ₾8.2 მილიარდს, ხოლო მთლიანმა ამონაგებმა ₾2.2 მილიარდს გადააჭარბა.