თბილისი (GBC) - საპროცენტო  განაკვეთი საპენსიო სესხზე კიდევ 0.2%პ-ით შემცირდა. კვარტალური ანგარიშით (Q1/2025) ნომინალური განაკვეთი (საშუალო შეწონილი) საპენსიო სესხის ნაშთზე 24.2%-ია (Q4/2024 – 24.38%). 

მთლიან  პორტფელზე  ეფექტური განაკვეთი საანგარიშო კვარტალში არ არის მითითებული. წინა კვარტალში კი 25.81% -ით განისაზღვრებოდა.

ბანკის მომხმარებელთა მომსახურების ცენტრში (ცხელი ხაზი) განაცხადეს, რომ საპენსიო სესხები 24-25% წლიური განაკვეთით გაიცემა.

ეფექტურის მითითება სამომხმარებლო სესხზეც უჭირთ.  ოპერატორი აღნიშნავს, რომ მხოლოდ განაცხადის შევსების შემდეგ, სესხის დამუშავების პროცესშია შესაძლებელი.

ნომინალური განაკვეთი, კი,  ლიბერთის სახელფასე კლიენტისთვის 9.9%-დან, სხვა ბანკის კლიენტისთვის 15.9%-დან განისაზღვრება.

სამომხმარებლო სესხები, მ.შ. საპენსიო 4 წლამდე ვადით გაიცემა. მსესხებლის ასაკი სესხის დასრულებისას 84-ს არ უნდა აღემატებოდეს (ოვერდრაფტი 76 წ.-მდე).

Q1/2025-ის მდგომარეობით, საპენსიო  (და სხვა სოც გასაცემლებით) უზრუნველყოფილი სესხების მოცულობა (მთლიანი ღირებულება და არა ძირი თანხა) 439.7 მლნ ლარია (2024 –  ₾431.3 მლნ ლარი)

2025-ის I კვარტალში  მოცულობა გაზრდილია სესხების რაოდენობა შემცირებული. სულ, 286 877 ერთეული კრედიტია გაცემული (01.01.2025 - 294 991 )

წლიურად მოცულობა 4.7%-ით გაზრდილია, რაოდენობა შემცირებული  Q1/2024 – 420 მლნ; 341 388 ცალი სესხი)

 

 

   Q1/2025  (

      01.01.2025 (

სამომხმარებლო სესხები

1 455 895 186

 1 399 272 463

მომენტალური განვადება

                                

                               

ოვერდრაფტი

      12 132 831

     12 996 439

საკრედიტო ბარათები

         4 915 787

       4 827 596

იპოთეკური სესხები

       56 744 924

     56 005 175

საცალო ლომბარდ

     522 397 548

   441 426 949

სულ საცალო პროდუქტები

2 161 165 635

2 021 217 650

პენს/ სხვა სოც. გასაცემლით

    439 722 236

431 322 463

 

წყარო: NBG , Liberty, BRG

როგორც  იცით, გასულ წელს (Q1/2024)  2023 წლამდე გაცემული საპენსიო სესხების განაკვეტი დაკორექტორდა. 15 მარტიდან 25%-იანი ჭერი ამოქმედდა (TIBR6M  + 15%, არაუმეტეს 25%), რომლითაც  150 000 -მდე ბენეფიციარმა ისარგებლა.

შეღავათი ვადაგადაცილებულ სესხებზე ნაწილობრივ გავრცელდა.  ცვლილების თარიღამდე დარიცხული საპროცენტო დავალიანება დარჩა, ხოლო ცვლილების დღიდან, 2024 წლის 15 მარტიდან სესხის დასრულების თარიღამდე, დაკორექტირდა.