თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, ბანკი თბილისის წიგნის დღეების გენერალური სპონსორია.
წელს ღონისძიება 3 დღის განმავლობაში D30/10-1/11 კვლავ ExpoGeorgia-ს XI პავილიონში გაიმართება.
დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება: გაეცნოს ახალ გამოცემებს; დაესწროს წიგნების პრეზენტაციებს; შეხვდეს ავტორებს და რაც მთავარია, შეიძინოს სასურველი წიგნები განსაკუთრებულ ფასად.
ამასთან, თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში საქართველოს ბანკის მომხმარებლები ისარგებლებენ სპეციალური შეთავაზებებით, მათ შორის:
- სტუდენტური ბარათით და sCool Card-ით გადახდისას იმოქმედებს 20% ქეშბექი (max 20 ლარი);
- PLUS ბარათით გადახდისას კი დაირიცხება 10-ჯერ მეტი PLUS ქულა .
გახსოვდეთ, Student Card-ის და PLUS Card-ის შეთავაზება უნდა გაიაქტიუროთ მობილბანკში. sCool Card-ის შეთავაზება კი sCoolApp-ში
შეთავაზებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
ღონისძიების ორგანიზატორია ექსპოჯორჯია
საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერია
