თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკმა კიდევ ერთ გამარჯვებაზე განაცხადა - გლობალურ დაჯილდოებაზე. 

ბანკი საერთაშორისო გამოცემების The Banker-ისა და Financial Times-ის ჯგუფის წევრი Professional Wealth Management (PWM)-ის 2025 წლის პერსონალური საბანკო მომსახურების დაჯილდოებაზე ქვეყანაში საუკეთესოდ დასახელდა.

დაჯილდოება 2009 წლიდან იმართება და იგი ინდუსტრიაში მიღწეულ წარმატებებსა და წამყვან პოზიციებს აღიარებს.

“საქართველოს ბანკი ქმნის პერსონალიზებულ, ყოვლისმომცველ პროდუქტებსა და სერვისებს. მომხმარებლებისთვის, რომლებიც სრულყოფილებისა და ინოვაციურობისკენ მიისწრაფვიან.

საქართველოს ბანკის Wealth Management და SOLO მიმართულებებით, უახლეს საბანკო ტრენდებს ვნერგავთ, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომებით კი პერსონალური საბანკო მომსახურება უწყვეტ, ხელმისაწვდომ, მსოფლიო დონის გამოცდილებად ვაქციეთ“, - მოხარულია ეთუნა ირემაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

ინფორმაციისთვის, ამერიკაში, აზიასა და ევროპაში მოღვაწე, ინდუსტრიის 23 ექსპერტი აფასებს. გამარჯვებულები კი ზრდაზე ორიენტირებული სტრატეგიების, საინვესტიციო მოდელებისა თუ გაუმჯობესებული მომსახურების კრიტერიუმების საფუძველზე ვლინდებიან.