თბილისი (GBC) - თებერვალში სარეზერვო ფულის მოცულობა კიდევ 48 მლნ-ით შემცირდა, ორჯერ მეტით, ვიდრე იანვარში (01/2025 – 22 მლნ) და 7 მლრდ ლარამდეა დაკლებული (L/m – ₾7.1 მლრდ).

სებ-ის თვის მიმოხილვით, მონეტარული ბაზა 112 მლნ ლარით (-1.5% m.m) შემცირდა.

ეროვნულ ბანკს არც  თებერვალში უვაჭრია BMatch-ზე. სავალუტო აუქციონი არ გამართულა. საანალიზო პერიოდში რეგულატორი შიდა სამთავრობო კონვერტაციებით შემოიფარგლა.

სებ-ის თებერვლის წმინდა სავალუტო გაყიდვები 148 მლნ აშშ დოლარამდეა. შესაბამისად, ამ ტრანზაქციებმა ქვეყნის წმინდა უცხოური აქტივები აღნიშნული მოცულობით შეამცირა.

$170 მლნ-მდე კლება იყო იანვარში, ასევე სამთავრობო კონვერტაციებით. რეგულატორი ბანკთაშორის სავალუტო ვაჭრობაში თებერვალში არ მონაწილეობდა. ₾/$ მთლიანმა ბრუნვამ 88 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (01/2025 – $ 86 მლნ).

ბანკთაშორისი ფულადი ბაზრის მოცულობა 3,1 მლრდ ლარით, 18,7 მლრდ-მდეა მომატებული, რაც უცხოური ვალუტის რესურსის ზრდით არის განპირობებული.

 

 

სებ-ის წილი სავალუტო ვაჭრობაში

Bmatch შესყიდვები (გაყიდვები)

თებერვალი

  0

  0

იანვარი

  0

  0

დეკემბერი

  0.7%

   $28.6   მლნ 

ოემბერი 

14.7%

   $124.5  მლნ 

ოქტომბერი 

14.7%

  ($591.1) მლნ 

სექტემბერი 

3.2%

  ($106.5) მლნ 

აგვისტო 

1.2%

          $41 მლნ 

ივლისი

0.1%

         $1.9 მლნ 

ივნისი

3.3%

        ($42 მლნ)

მაისი 

3.7%

       ($9.1 მლნ)

აპრილი

 2.3% 

        $73.1 მლნ

მარტი 

4.3%

      $127,9 მლნ 

თებერვალი 

3.0% 

        $77.5 მლნ

       

ყაროსებ- & BRG 2025/2024