BOG „მეტროპოლ ორთაჭალას“ $66 მილიონით აფინანსებს
პროექტის ჯამური
საინვესტიციო ღირებულება
91.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს,
საიდანაც საქართველოს
ბანკის დაფინანსება 66 მლნ.
აშშ დოლარია.„მეტროპოლ
ორთაჭალა“ თბილისის
ისტორიულ უბანში, დიმიტრი
გულიასა და ვახტანგ
გორგასალის ქუჩებს შორის
მდებარეობს და
თანამედროვე საცხოვრებელ
კომპლექსს წარმოადგენს,
რომელიც ორ 29 სართულიან
შენობას გააერთიანებს.
პროექტი 12,197 კვ.მ მიწის
ნაკვეთზე შენდება, ხოლო
მისი საერთო სამშენებლო
ფართობი 117,550 კვ.მ-ია.
კომპლექსში ჯამში 800
საცხოვრებელი ბინა
განთავსდება.პროექტი
საცხოვრებელ სივრცეებთან
ერთად მრავალფეროვან
ინფრასტრუქტურასაც
მოიცავს.
მაცხოვრებლებისთვის
მოეწყობა რეკრეაციული და
გამწვანებული სივრცეები,
საბავშვო და სპორტული
მოედნები, პადელის მოედანი,
ველო და სარბენი ბილიკები,
მოსასვენებელი
პავილიონები, ასევე
სამდონიანი პარკინგი,
საოფისე და კომერციული
ფართები. კომპლექსში
ხელმისაწვდომი იქნება 24/7
კონსიერჟის მომსახურება,
დაცვა, საერთო სივრცეების
მართვა და მოვლა,
მებაღეობისა და
დასუფთავების
სერვისები.მშენებლობა 2025
წლის იანვარში დაიწყო და
მისი დასრულება 2028 წლის
ივნისისთვის
იგეგმება.„მეტროპოლ
ორთაჭალა ჩვენი ერთ-ერთი
ყველაზე მასშტაბური
პროექტია, რომელიც
თანამედროვე ურბანულ
გარემოს, ფუნქციურ
ინფრასტრუქტურასა და
გამორჩეულ მდებარეობას
აერთიანებს. გვინდოდა
შეგვექმნა სივრცე, რომელიც
ქალაქის ცენტრთან
სიახლოვეს კომფორტულ და
სრულფასოვან საცხოვრებელ
გარემოს შესთავაზებდა
როგორც ოჯახებს, ისე
ინვესტორებს. საქართველოს
ბანკთან თანამშრომლობა კი
შესაძლებლობას გვაძლევს,
ეს პროექტი დაგეგმილი
ხარისხითა და მასშტაბით
განვახორციელოთ“, -
აღნიშნავს დეველოპერული
კომპანია
„მეტროპოლის“გენერალური
დირექტორი, გიორგი
მხეიძე.„საქართველოს
ბანკი განაგრძობს იმ
ბიზნესების მხარდაჭერას,
რომლებიც ქალაქის ურბანულ
განვითარებასა და
თანამედროვე საცხოვრებელი
გარემოს შექმნას უწყობენ
ხელს. მოხარული ვართ, რომ
„მეტროპოლ ორთაჭალის“
პროექტის ფინანსური
პარტნიორები ვართ და მის
განხორციელებაში აქტიურად
ვმონაწილეობთ. გვჯერა, რომ
ჩვენი თანამშრომლობა
მომავალშიც წარმატებით
გაგრძელდება და
ერთობლივად კიდევ არაერთ
პროექტს
განვახორციელებთ““, -
აღნიშნავს ირაკლი
კიკალიშვილი, საქართველოს
ბანკის კორპორაციული
გაყიდვების სექტორის
უფროსი.ინფორმაციისთვის,
კომპანია „მეტროპოლი“ 2022
წლიდან მომხმარებლებს
საცხოვრებელ და
საინვესტიციო უძრავი
ქონების პროექტებს
სთავაზობს. საქართველოს
ბანკთან პარტნიორობის
ფარგლებში კომპანიამ უკვე
განახორციელა და ასევე
მშენებლობის პროცესშია:
„მეტროპოლ ლისი“,
„მეტროპოლ შინდისი“,
„მეტროპოლ ბაგები“ და
„მეტროპოლ ორთაჭალა“.
სამომავლოდ კი კომპანია
ახალ პროექტებს
ნუცუბიძეზე, ჭავჭავაძეზე,
აბაშიძეზე, ჭოველიძესა და
დიღომში გეგმავს.
1785248478