თბილისი (GBC) - სებ-მა სგს ფინისთვის გამოწერილი ძველი და ახალი ჯარიმები გამოაქვეყნა.
სესხის გამცემი სუბიექტს ერთი 5 000 გამოწერილი აქვს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის პირველადი აღრიცხვის ფორმის დაგვიანებისთვის.
სგს-ს ხაზინის სასარგებლოდ 4 000 ლარის გადახდა დაეკისრა სებ-ისთვის araswori დოკუმენტაციის წარდგენის 2 ფაქტზე. 15 000 - ხარვეზიანის პროგრამული სისტემისთვი, რომელიც საეჭვო პირების გამოვლენა-ბლოკირებას ვერ უზრუნველყოფს.
სესხის გამცემი 4 კლიენტს ისე მოემსახურა, არ დაადგინა მათი საქმიანობიოს პროფილი, რისთვისაც 8 000 ლარით დაჯარიმდა.
მე-2 ₾5 000 სგს -ს შიდა კონტროლის პოლიტიკის არქონის გამო დაეკისრა. 17 000 ლარი - სესხის გამცემი სუბიექტის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების წესის დარღვევისთვის - სებ-ს (1 შემთხვევა) და ფინანსური მონიტორინგის სამსახურს (8 ფაქტი) არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.
ყველაზე მეტი - ₾133 000 გამოწერილია კლიენტის აღურიცხაობის 19 ფატქზე (19X7 000=133 000).
AML/CFT ზედამხედველობის სხვადასხვა დარღვევისთვის** ფინ-ის მესაკუთრეს (90% - კახა კოტორაშვილი, 10% - ვახტანგ კოტორაშვილი) ჯამში 210 000 ლარის ჯარიმები დაუგროვდა.
** ვერ გამოავლინა საეჭვო/უჩვეულო/დანაწევრებული გარიგებები;
** ვერ გადაამოწმა კლიენტები სანქციადაკისრებულ და პოლიტიკურად აქტიურ პირთა სიებში;
** ფინის პროგრამულ სისტემა არ შესწევს "იცნობდე შენს კლიენტს სტანდარტით (KYC) გათვალისწინებული ინფორმაციის აღრიცხვის უნარი.
ს