სურსათზე ფასები 10.3%-ით გაიზარდა, ინფლაცია 4.8%-ია
საქსტატის მონაცემებით,
ყოველთვიური ინფლაციის
მაჩვენებლის ფორმირებაზე
ძირითადი გავლენა იქონია
ფასების ცვლილებამ შემდეგ
ჯგუფებზე: სურსათი და
უალკოჰოლო სასმელები:
ჯგუფში ფასები გაიზარდა
0.9%-ით, რაც თვის ინფლაციაზე
0.34 პ.პ.-ით აისახა. აღნიშნულ
პერიოდში ფასები გაიზარდა
ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი
(4.2%), ბოსტნეული და ბაღჩეული
(3.8%), პური და პურპროდუქტები
(1.9%), თევზეული (1.4%), რძე, ყველი
და კვერცხი (1.4%), ხორცი და
ხორცის პროდუქტები (1.2%),
ყავა, ჩაი და კაკაო (0.5%),
მინერალური და წყაროს
წყალი, უალკოჰოლო
სასმელები და ნატურალური
წვენები (0.2%). ამასთან,
ფასები შემცირდა
ქვეჯგუფებზე: ხილი და
ყურძენი (-6.8%), შაქარი, ჯემი და
სხვა ტკბილეული
(-1.5%);სხვადასხვა საქონელი და
მომსახურება: ჯგუფში
ფასები გაიზარდა 1.8%-ით.
შესაბამისად, ჯგუფის
წვლილმა თვის ინდექსში 0.09
პ.პ. შეადგინა. ფასები
ძირითადად, გაზრდილია
ქვეჯგუფებზე: პირადი
ნივთები, სხვა
კატეგორიებში ჩაურთველი
(3.2%) და პირადი ჰიგიენა
(2.7%);ავეჯი, საოჯახო ნივთები,
სახლის მოვლა: ჯგუფში
ფასები გაიზარდა 0.9%-ით.
შესაბამისად, ჯგუფის
წვლილმა თვის ინდექსში 0.05
პ.პ. შეადგინა. ფასების
მატება დაფიქსირდა
ქვეჯგუფებზე: ყოველდღიური
საყოფაცხოვრებო
საჭიროების საქონელი და
მომსახურება (2.4%), საოჯახო
საფეიქრო ნაწარმი (2.1%),
ავეჯი, საოჯახო ნივთები,
ხალიჩები და სხვა იატაკის
საფარი (1.5%), მინის ჭურჭელი,
მაგიდის და საოჯახო
ჭურჭელი (0.7%). ამასთან,
ფასები შემცირდა
ქვეჯგუფებზე: გამათბობელი
და საჭმლის მოსამზადებელი
მოწყობილობა, მაცივრები,
საყინულეები, სარეცხი
მანქანები და სხვა
საყოფაცხოვრებო საგნები,
დაყენებისა და რემონტის
ჩათვლით (-3.1%),
ინსტრუმენტები,
მოწყობილობა და ტექნიკა
სახლისა და ბაღისთვის
(-2.3%);ტრანსპორტი: ჯგუფში
ფასები შემცირდა 0.4%-ით, რაც
თვის ინფლაციაზე -0.05 პ.პ.-ით
აისახა. ფასების კლება
დაფიქსირდა სატრანსპორტო
მომსახურების (-1.4%) და პირადი
სატრანსპორტო
საშუალებების
ექსპლუატაციის (-0.3%)
ქვეჯგუფებზე.წლიური
ინფლაციის ფორმირებაზე
ძირითადი გავლენა იქონია
ფასების ცვლილებამ შემდეგ
ჯგუფებზე: სურსათი და
უალკოჰოლო სასმელები:
ჯგუფში ფასები გაიზარდა
10.3%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე
3.48 პ.პ.-ით აისახა. ფასები
მომატებულია ქვეჯგუფებზე:
ხილი და ყურძენი (16.9%),
თევზეული (15.5%), ზეთი და ცხიმი
(14.9%), პური და პურპროდუქტები
(13.6%), ყავა, ჩაი და კაკაო (12%),
შაქარი, ჯემი და სხვა
ტკბილეული (11.6%), მინერალური
და წყაროს წყალი, უალკოჰოლო
სასმელები და ნატურალური
წვენები (8.6%), რძე, ყველი და
კვერცხი (8.5%), ხორცი და
ხორცის პროდუქტები (6.5%),
ბოსტნეული და ბაღჩეული
(5.1%);ჯანმრთელობის დაცვა:
ჯგუფში ფასები
მომატებულია 8%-ით, რაც წლიურ
ინფლაციაზე 0.66 პ.პ.-ით
აისახა. ფასები გაიზარდა
ამბულატორიული სამედიცინო
მომსახურების (9%),
საავადმყოფოების
მომსახურების (9%) და
სამედიცინო პროდუქციის,
აპარატურის და
მოწყობილობის (6.6%)
ქვეჯგუფებზე;ალკოჰოლური
სასმელები, თამბაქო: ჯგუფში
ფასები გაიზარდა 4.4%-ით.
შესაბამისად, ჯგუფის
წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28
პ.პ. შეადგინა. ფასები
გაიზარდა როგორც თამბაქოს
ნაწარმზე (7%), ისე ალკოჰოლურ
სასმელებზე (1.7%).
1764745500