თბილისი (GBC) - G&T  სებისგან წელს მონეტარული პოლიტიკის შერბილებას არ ელის 

G&T-ის ანალიზით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით შემცირება 2026 წელს გახდება შესაძლებელი. 

ნოემბერში 4.8%-ს მიღწეული ინფლაცია (ინფლაცვიის მატება ძირითადად სურსათის და ჯანდაცვის ხარჯების ზრდამ განაპირობა) კლებას 2026 წლის მარტიდან დაიწყებს. რასაც სასურსათო ფასების დასტაბილურობა განაპირობებს, საბაზო ეფექტის გავლენით (მიმდინარედ,გლობალურად სურსათის ფასები ზედიზედ მე-2 თვეა წლიურად კლებულებს, რაც ადგილობრივ ბაზარზეც აისახება).

საინვესტიციო ბანკის საბაზისო პროგნოზით, 2026 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3%-მდე შენელდება. 2025 წლის მოსალოდნელი 3.9%-ის შემდეგ, რაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 7.5%-მდე შემცირების შესაძლებლობას შექმნის 2026 წლის განმავლობაში.