თბილისი (GBC) - თიბისიმ საახალწლო კამპანია დაიწყო "ჩემ მიზანზე", შეგროვებად ვადიან ანაბარზე, რომელიც 3-31 დეკემბერს +1% სარგებლით თავსდება.

ლარის ვადიან ანაბარზე (მაგ: 1-წლიანზე), შესაბამისად, სტანდარტული სარგებელი - 9.3% 10.3%-მდე იზრდება.

წინასაახალწლო შეთავაზებაში ჩართულია დოლარის და ევროს ანაბრებიც. ასევე გირვანქა სტერლინგში განთავსებული დეპოზიტი, რომელთა სარგებელი, შესაბამისად 1.15%, 0.4% და 1.05%-ია (მიმატების გარეშე).

ტრადიციული ვადიანი ანაბრის სარგებელი კი ბანკმა, ლარში, ახლახან შეამცირა (დაახლოებით 2 თვის წინ) და ამ დროისთვის 12 თვიანს (ვადის ბოლოს გატანის პირობით) წლიურად 9.8% ერიცხება (დოლარსა და ფუნტში 1.4%, ევროში 0.4%) მობაილბანკით +0.5%-ად თავსდება. 

ნოემბრის მდგომარეობით, თიბისის საცალო ანაბრების პორტფელი 12.3 მლრდ ლარია და 35.3% საბაზრო წილით  წილით №2-ია.