თბილისი (GBC) - ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის პროექტიდან ირკვევა, რომ 2026 წელს მთავრობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) დაფინანსების მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს. კონკრეტულად, სუსის ბიუჯეტი 2025 წელთან შედარებით ₾128.5 მლნ-ით გაიზრდება და ₾380 მლნ-ს მიაღწევს.

შედარებისთვის, ბიუჯეტის პირველად პროექტში სუსის ბიუჯეტი მხოლოდ ₾14.5 მლნ-ით, ₾265 მლნ-მდე იზრდებოდა.

უწყების დაფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი სახელფასო მატებას მოხმარდება.

სუსში დასაქმებული 3850 პირის ანაზღაურება, 2025 წელს არსებული ₾138.7 მლნ-დან, ₾205.4 მლნ-მდე გაიზრდება.