თბილისი (GBC) – ნათია თურნავამ SIBOS-ის საერთაშორისო კონფერენციაზე მთავარი მომხსენებლის რანგში
ინოვაციური ფინანსური სერვისების დანერგვაში საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ რეგიონული ინტეგრაცია გლობალური ეკონომიკური ფრაგმენტაციის წინააღმდეგ ეფექტური საშუალებაა, რა მიდგომასაც იზიარებენ რეგიონის ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები.
ამასთან სებ-ს გაცხადებული აქვს SEPA-ში წევრობაზე.
SIBOS-ის ყოველწლიური კონფერენცია SWIFT-ის ორგანიზებულია სხვადასხვა ქვეყნის ფინანსური ინდუსტრიის წარმომადგენლებს აერთიანებს. სე
სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა, იქ, ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროს ალექსანდრე ხაზარაძესთან და საგადახდო სისტემების დეპარტამენტის უფროს ნატალია ჭყოიძესთან ერთად იმყოფება.
ეს, მთავარი მომხსნებლს რანგში პრეზიდენტის წარდგენის პირველი შემთხვევაა.
კონფერენციის ფარგლებში თურნავამ SWIFT-ის რეგიონულ დირექტორთან და სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილა SWIFT-ის ძირითადი პროდუქტების ასევე კომერციული ბანკების ISO 20022-ის დანერგვის საკითხები.