თბილისი (GBC) - ფულად გზავნილებში რუსეთიდან ტრანსფერების წილი შემცირდა, 13%-ს ჩამოსცდა. 18.6%-იანი წილით კი დონორ ქვეყნებში აშშ ლიდერობს.
სებ-ის სტატისტიკით, ოქტომბერში აშშ -დან 59.3 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა.
სულ, ქვეყანაში $318.7 მილიონი შემოვიდა. მ.შ. ევროკავშირის სახელმწიფოებიდან $143.3 მილიონი.
ფულადი ნაკადების შემოდინების ტემპის შენარჩუნების მოლოდინს ამყარებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ოცნების ხელისუფლებისგან ინტეგრაციის პროცესის შეჩერების მიუხედავად მოსახლეობაში პროდასავლური განწყობები არ იცვლება.
ევროკავშირის ქვეყნებიდან გზავნილების წილი გადმორიცხვებში, წლიურად, 15%-ით გაზრდილია, 45%-მდე. თუმცა დონორების რეიტინგში ბოლო თვეებია რუსეთის პოზიციაც მყარდება. ოკუპანტი ქვეყანა, ტრანსფერების წლიური 20.2%-იანი ზრდით წამყვან პოზიციაზეა.
გზავნილების რაოდენობით - 142 700 იტალია ლიდერობს (№2 რუსეთი -123 900, №3 აშშ - 118 500
საქართველოს ყველაზე მსხვილი დონორი ქვეყნები ევროკავშირიდან +აშშ
|
|
10/25 $ |
|
აშშ |
59.27 მლნ |
|
იტალია |
53,17 მლნ |
|
გერმანია |
29,61 მლნ |
|
საბერძნეთი |
25,81 მლნ |
წყარო: სებ-ი