თბილისი (GBC) –ბაქოში ევროკავშირი–აზერბაიჯანის უსაფრთხოების დიალოგის მეშვიდე შეხვედრა მომდევნო კვირაში გაიმართება. ამის შესახებ აზერბაიჯანში ევროკავშირის ელჩმა მარიანა კუიუნჯიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, ბაქო უმასპინძლებს უსაფრთხოების დიალოგის მეშვიდე რაუნდს, რაც პარტნიორობის ფარგლებში კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.

ელჩმა ხაზი გაუსვა ბაქოსა და ბრიუსელს შორის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკურ განვითარებას და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია 2026 წელს ახალი ორმხრივი შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება, რომელიც პარტნიორობის პრიორიტეტებს განსაზღვრავს.

ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის უსაფრთხოების დიალოგი მოიცავს რეგიონული სტაბილურობის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, საზღვრის დაცვისა და გლობალური გამოწვევების საკითხებს.