თბილისი (GBC) - ფასების დროებითი კომისიის შექმნა, რომელიც მედიკამენტის, საკვებ-სასმელის და საწვავის ფასს გააკონტროლებს, პარლამენტმა I მოსმენით სამშაბათის სესიაზე უკვე მიიღო.

ოცნების ირაკლი კირცხალიას წარდგენილი ინიციატივა ფასების ფორმირების მექანიზმების შესწავლას და დასკვნა- რეკომენდაციის მომზადებას გულისხმობს.

კირცხალიას თქმით, კომისია მუშაობას 5 თებერვალს დაიწყებს და საჯარო იქნება.

კამპანია ოცნებამ 20 იანვარს დაიწყო. 21 იანვარს სუპერმარკეტების, 23 იანვარს სადისტრიბუციო, 30 იანვარს კი საწვავის კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.