თბილისი (GBC) - თამარ ბაგრატიონი SFLG Global Platform VI სამიტში მონაწილეობს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, SFLG Global Platform (საერთაშორისო ინიციატივა, რომელიც 2021 წლიდან მსოფლიოს სახელმწიფო მეთაურების მეუღლეებს აერთიანებს) კიევში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს, რათა ხელი შეუწყოს დიალოგს გლობალური მნიშვნელობის საკითხებზე.
წლევანდელ რიგით VI სამიტში საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი მონაწილეობს.
მისი შეფასებით: „ჩვენი ეროვნული იდენტობა შვიდ მარადიულ საყრდენს ეფუძნება - ღმერთს, სამშობლოს, ადამიანს, ენას, მამულს, სარწმუნოებასა და ოჯახს. მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის პროცესში ჩამოყალიბებული ეს პრინციპები ღრმად არის გამჯდარი ჩვენს გენეტიკურ კოდში“.
თამარ ბაგრატიონმა უკრაინასა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავი მიულოცა და მშვიდობა, კეთილდღეობა და წინსვლა უსურვა.
საქართველოს პირველმა ლედიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
