განათლების რეფორმა: თსუ-ს „დედა უნივერსიტეტის“ სტატუსი უბრუნდება, სახე...
მინისტრის განმარტებით,
რეფორმის მთავარი მიზანი
საქართველოში თანამედროვე
სტანდარტების განათლების
უზრუნველყოფაა. ამ მიზნით,
წელს სახელმწიფო
უნივერსიტეტებში მისაღები
კონტინგენტი დაახლოებით 2 000
სტუდენტით გაიზრდება და
ჯამში 21 300-ით განისაზღვრება.
გარდა ამისა, 10 000-მდე
სტუდენტს ექნება
შესაძლებლობა, სრულიად
უფასოდ დაეუფლოს
პროფესიულ
პროგრამებს.„ერთი ქალაქი,
ერთი ფაკულტეტი“ –
სპეციალობების ახალი
განაწილებასახელმწიფო
უნივერსიტეტებზე კვოტები
ახალი კონცეფციით - „ერთი
ქალაქი, ერთი ფაკულტეტის“
პრინციპით განაწილდება,
რაც სასწავლებლების
ტრადიციული პროფილის
აღდგენას გულისხმობს:
თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი (თსუ): ზუსტი
და საბუნებისმეტყველო,
ჰუმანიტარული
(პედაგოგიკის გარდა),
სოციალური და პოლიტიკური
მეცნიერებები, სამართალი,
ეკონომიკა, ბიზნესის
ადმინისტრირება და
მედიცინა. საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტი:
საინჟინრო-ტექნიკური
დისციპლინები. ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტი:
პედაგოგიკის პროგრამები
და ABET აკრედიტაციის მქონე STEM
სპეციალობები. სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტი:
ქართულ-აფხაზური ენა და
ლიტერატურა, პედაგოგიკა და
აგრარული სპეციალობები (ეს
უკანასკნელი ტექნიკური
უნივერსიტეტიდან
რეორგანიზაციის შედეგად
გადაინაცვლებს). რეგიონული
უნივერსიტეტები: ბათუმისა
და ქუთაისის
უნივერსიტეტები
მრავალფუნქციურობას
შეინარჩუნებენ, ხოლო
ზუგდიდის, გორის,
ახალციხისა და თელავის
სასწავლებლებში აქცენტი
აგრარულ მიმართულებაზე,
ტურიზმსა და პედაგოგიკაზე
გაკეთდება. გამონაკლისები
და ოკუპირებულ
ტერიტორიებზე მცხოვრები
პირებიდადგენილ კვოტებზე
მეტი სტუდენტის მიღება
მხოლოდ გამონაკლის
შემთხვევებში იქნება
შესაძლებელი: თუ ეროვნული
გამოცდების შედეგად ბოლო
ადგილზე თანაბარქულიანი
აპლიკანტები
აღმოჩნდებიან, ან თუ
სწავლის სურვილს
ოკუპირებულ ტერიტორიებზე
მცხოვრები პირები
გამოთქვამენ, რომლებიც
სახელმწიფო
უნივერსიტეტებში
გამოცდების გარეშე
ჩაირიცხებიან.გივი
მიქანაძის განცხადებით,
კვოტების სწორი
პრინციპებით განსაზღვრა
აუცილებელ ნიადაგს
შექმნის იმისთვის, რომ
ქართველმა ახალგაზრდებმა
საკუთარ ქვეყანაში
საერთაშორისო დონის
განათლების მიღება
შეძლონ.განახლებაილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტის
რექტორი ნინო
დობორჯგინიძე
უნივერსიტეტებში
ფაკულტეტების განაწილებას
სოციალურ ქსელში
ეხმაურება და წერს,
„უმაღლესი განათლების
დანგრევას, საერთაშორისო
რეიტინგებით ყველაზე
წარმატებული დარგების
მოსპობას, ცოდნის
ეკონიმიკის ნაცვლად
ბიზნესის მომარაგებას
იაფფასიანი მომსახურე
პერსონალით და
გამოთავისუფლებული
შენობების გაყიდვას არ
დასჭირდა განათლების
ექსპერტების ჩართვა
პროცესში, ისე მოაგვარეს.
გადაწყვეტილების
მიმღებებს აუცილებლად
მოგიწევთ პასუხის გაცემა
საუნივერსიტეტო
საზოგადოებისთვის - არა
მხოლოდ ახლა!“.რა არის STEM
სპეციალობები?STEM ლათინური
აბრევიატურაა, რომელიც
აერთიანებს ოთხ ძირითად
მიმართულებას:
მეცნიერებას (Science),
ტექნოლოგიას (Technology),
ინჟინერიას (Engineering),
მათემატიკას (Mathematics).რას
ნიშნავს ABET აკრედიტაცია?ABET
აკრედიტაცია არის
ხარისხის ერთგვარი „ოქროს
სტანდარტი“ საინჟინრო,
კომპიუტერულ და
ტექნოლოგიურ
საგანმანათლებლო
პროგრამებში. როდესაც STEM
(მეცნიერება, ტექნოლოგია,
ინჟინერია, მათემატიკა)
სპეციალობას აქვს ეს
სტატუსი, ეს ნიშნავს, რომ
პროგრამა აკმაყოფილებს
გლობალურ პროფესიულ
მოთხოვნებს.
1770896815