თბილისი (GBC) - საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ოთხშაბათს რუსთავის მე-12 ნახევრად ღია და დახურული ტიპის პენიტენციური დაწესებულება მოინახულა. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში იოსელიანი შეხვდა ადმინისტრაციას და გაეცნო პატიმართა საცხოვრებელ პირობებს, მათ შორის გაესაუბრა მიხეილ სააკაშვილს, ბაჩო ახალაიასა და ლევან ხაბეიშვილს.

„საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა 4 თებერვალს რუსთავის მე-12 ნახევრად ღია და დახურული ტიპის პენიტენციური დაწესებულება მოინახულა.

სახალხო დამცველი შეხვდა დაწესებულების ადმინისტრაციას, გაეცნო პატიმართა საცხოვრებელ პირობებს, გაესაუბრა დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს: ბაჩო ახალაიას, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ სააკაშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და ლევან ხაბეიშვილს.

სახალხო დამცველი რეგულარულად ახორციელებს პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს და პატიმართა უფლებებზე ზედამხედველობას“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის გავრცელებულ ინფორმაციაში.