თბილისი (GBC) – ვაშინგტონი რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს უკრაინელი სამხედრო ვეტერანების მხარდასაჭერად მიმართავს. ამის შესახებ უკრაინაში ვიზიტით მყოფმა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

„ჩვენ პირველად გადავცემთ უკრაინას იმ აქტივებს, რომლებიც სანქციებში მოხვედრილ ოლიგარქებს ჩამოვართვით და ახლა ეს რესურსი უკრაინის არმიის ვეტერანებს მოხმარდება“, – განაცხადა ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრი კულებასთან კიევში გამართულ ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე.

მისი თქმით, იმ რუსმა ოლიგარქებმა, რომლებიც „ხელს უწყობდნენ პუტინის აგრესიულ ომს, შესაბამისი საფასურიც უნდა გადაიხადონ“. ამასთან, ბლინკენს არ დაუკონკრეტებია, თუ რა აქტივებზეა საუბარი და რამდენს შეადგენს აღნიშნული თანხა.