თბილისი (GBC) – თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეფერხებულია. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამის მიზეზად მეტროსადგურ რუსთაველში მატარებლის მწყობრიდან გამოსვლა დაასახელეს. შედეგად, მეტროსადგურ „სადგურის მოედნიდან“ მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ მგზავრების გადაყვანა ვერ ხდება.
ინფორმაციის გამოქვეყნების მომენტისთვის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს მხოლოდ „ახმეტელის თეატრიდან“ მეტროსადგურ „სადგურის მოედნამდე“ ემსახურება.
„მატარებლის ტექნიკური ხარვეზის გამო მს „რუსთაველზე”, პირველ ხაზზე მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხდა. მგზავრებს ვემსახურებით მს „ახმეტელის თეატრიდან“ მს „სადგურის მოედნამდე“. „სადგურის მოედნიდან“ „ვარკეთილამდე“ დროებით ვერ გადაგვყავს მგზავრები. როგორც კი დაზიანებულ მატარებელს გადავიყვანთ ჩიხში, მოძრაობას სრულად განვაახლებთ“, - აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.