თბილისი (GBC) -  რუსთაველის რეაბილიტაციამ საახალწლოდ ილუმინაციების განახლების საჭიროება დააყენა. "თბილსერვის ჯგუფი" საჭირო ტექნიკის 2.5 მლნ  ლარამდე  გამარტივებულ შესყიდვაზე ნებართვას ითხოვს.

bpn-ის ინფორმაციით, შესყიდვების სააგენტოს ცნობით, 2D ფიგურების, მანათობელი თოკის და კვების ბლოკების შეზღუდულ ვადაში შესყიდვა ღონისძიების სპეციფიკაცამ განაპირობა.

კონცეფცია რუსთაველზე ახალი ბოძების და სანათების მონტაჟმა შეცვალა და საჭირო გახდა ილუმინაციების შესყიდვა. ჯგუფმა სამუშაოები 10 დეკემბრამდე უნდა დაასრულოს, რომ 2027 -ის სადღესასწაულო აქტივობების ორგანიზება მოესწროს.

"მნიშვნელოვანია ვიზუალის და ლოკაციის თავისებურებების გათვალისწინება. რაც დროში შეზღუდვას იწვევს, შესაბამისად 2D ფიგურების, მანათობელი თოკის და კვების ბლოკების შესყიდვა წინასწარ ვერ იქნებოდა დაგეგმილი“, - აღნიშნულია დოკუმენტაციაში.

შესაძენია 95 კვების ბლოკი, 900 ცალი 2D ფიგურა, 1 450 მანათობელი და 72 000 მ განათების თოკი.