სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე შეინარჩუნა
ახლო აღმოსავლეთში
გეოპოლიტიკური დაძაბულობა
კვლავ ნარჩუნდება, რამაც
მიწოდების მხრიდან
მოქმედი შოკის
ხანგრძლივობა და,
შესაბამისად, ინფლაციური
წნეხი გაზარდა. შედეგად,
საქართველოში ინფლაციის
მიზნობრივი 3-პროცენტიანი
მაჩვენებლიდან გადახრას
კვლავ მეტწილად
ეგზოგენური ფაქტორები
განაპირობებს. კერძოდ, 2026
წლის სექტემბერში წლიურმა
ინფლაციამ 5.6 პროცენტი
შეადგინა, საიდანაც
დაახლოებით 2 პროცენტული
პუნქტი ენერგორესურსების
ფასებზე მოდიოდა. ამასთან,
საერთაშორისო
ტრანსპორტირებისა და
გადაზიდვების
შეფერხებები,
ენერგორესურსების
გაძვირებასთან ერთად,
წარმოებისა და
ტრანსპორტირების
დანახარჯებს ზრდის, რაც
სხვა საქონლისა და
მომსახურების ფასებზე
არაპირდაპირი გავლენის
არხით დამატებით
ინფლაციურ წნეხს ქმნის. ამ
ფონზე, განსაკუთრებით
საყურადღებოა ინფლაციის
შედარებით ხისტი
კომპონენტების დინამიკა,
რომლებიც გრძელვადიანი
ინფლაციური მოლოდინების
სტაბილურობის უკეთეს
საზომს წარმოადგენს. ამ
მხრივ, საბაზო და
მომსახურების ინფლაცია
კვლავ მთლიან
ინფლაციასთან შედარებით
დაბალ დონეზე ნარჩუნდება.
კერძოდ, საბაზო ინფლაციამ 3.5
პროცენტი, ხოლო
მომსახურების ინფლაციამ 3.7
პროცენტი შეადგინა.
შესაბამისად ამ ეტაპზე
მიწოდების შოკის
ინფლაციურ მოლოდინებზე
გავლენა ზომიერია, თუმცა
შოკის გახანგრძლივების
გამო ის მეტად საყურადღებო
რისკად რჩება.მიმდინარე
ეტაპზე, გლობალური
ტენდენციების ფონზე
გახანგრძლივებული
ინფლაციური წნეხის
გათვალისწინებით,
ეროვნული ბანკის
განახლებული ცენტრალური
პროგნოზით, 2026 წლის
ინფლაციის პროგნოზი 0.2
პროცენტული პუნქტით, 5.4
პროცენტამდე გაიზარდა.
სხვა თანაბარ პირობებში, 2027
წლის მეორე ნახევრიდან
ინფლაცია მიზნობრივ
3-პროცენტიან მაჩვენებელს
ეტაპობრივად დაუახლოვდება
და საშუალოდ 3.5 პროცენტი
იქნება. ეკონომიკური
აქტივობა მოსალოდნელზე
ძლიერია. წინასწარი
მონაცემებით, 2026 წლის
აგვისტოში ეკონომიკურმა
ზრდამ 6.3 პროცენტი, ხოლო
წლის პირველ რვა თვეში
საშუალოდ 7.6 პროცენტი
შეადგინა. აღსანიშნავია,
რომ ზრდას კვლავ მეტწილად
მაღალპროდუქტიული
სექტორები განაპირობებს,
რაც მოთხოვნის მხრიდან
ინფლაციურ ზეწოლას
ანეიტრალებს. ეროვნული
ბანკის განახლებული
ცენტრალური პროგნოზით, 2026
წლის ეკონომიკური ზრდის
პროგნოზი 6.5 პროცენტიდან 7.2
პროცენტამდე გაიზარდა, 2027
წელს კი მოსალოდნელია რომ 5.5
პროცენტის ფარგლებში
იქნება.გეოპოლიტიკური
მოვლენების შემდგომ
განვითარებასა და
ეკონომიკაზე მათი
გავლენის მასშტაბთან
დაკავშირებული
გაურკვევლობა კვლავ
მაღალია. შესაბამისად,
მონეტარული პოლიტიკის
კომიტეტმა ცენტრალურ
სცენართან ერთად
მაღალინფლაციური და
დაბალინფლაციური რისკის
სცენარები
განიხილა.მაღალინფლაციური
რისკის სცენარის
რეალიზების შემთხვევაში,
ფუნდამენტური პროცესები
მონეტარული პოლიტიკის
განაკვეთის უფრო მაღალ
ტრაექტორიას მოითხოვს,
ვიდრე ცენტრალური სცენარი
ითვალისწინებს. აღნიშნული
სცენარის ძირითადი რისკია
ახლო აღმოსავლეთში
კონფლიქტის მეტად
გამწვავება და
ხანგრძლივად შენარჩუნება,
რაც ნავთობის მიწოდებისა
და გადამუშავების
დამატებითი შეფერხებების
ფონზე ენერგორესურსების
ფასებს კიდევ უფრო გაზრდის.
ამასთან, მიწოდების
ჯაჭვების შეფერხებები და
ალტერნატიულ სატრანსპორტო
მარშრუტებზე გადასვლა
წარმოებასა და
ტრანსპორტირებას
გააძვირებს. შედეგად,
გაძლიერებული გლობალური
ინფლაციური წნეხი
ადგილობრივ ეკონომიკას
იმპორტირებული ინფლაციისა
და გამკაცრებული
გლობალური ფინანსური
პირობების არხებით
გადმოეცემა, რაც
მონეტარული პოლიტიკის
დამატებით გამკაცრებასა
და მკაცრი პოზიციის უფრო
ხანგრძლივად შენარჩუნებას
მოითხოვს.მეორე მხრივ,
დაბალინფლაციური რისკის
სცენარი მონეტარული
პოლიტიკის განაკვეთის
ცენტრალურ სცენართან
შედარებით უფრო სწრაფ
ნორმალიზებას
ითვალისწინებს. კერძოდ, ამ
სცენარის მიხედვით,
ეკონომიკური ზრდის მაღალი
დინამიკა, რომელიც
მეტწილად მაღალპროდუქტიულ
სექტორებს ეფუძნება,
მოსალოდნელზე ხანგრძლივად
შენარჩუნდება. ეს, თავის
მხრივ, საგარეო პოზიციის
მდგრად გაუმჯობესებასა და
გრძელვადიანი ეკონომიკური
ზრდის მაღალ დონეს
განაპირობებს. აღნიშნული
ხელს შეუწყობს გაცვლითი
კურსის ფუნდამენტურ
გამყარებას და ერთობლივი
მოთხოვნის ზრდის
ინფლაციურ გავლენას
შეზღუდავს. ამასთან,
სცენარი ითვალისწინებს
ახლო აღმოსავლეთში
კონფლიქტის დეესკალაციას,
რის შედეგადაც
ენერგორესურსების ფასები
ცენტრალურ სცენართან
შედარებით შემცირდება.
შედეგად, ინფლაცია
მიზნობრივ მაჩვენებელს
უფრო სწრაფად
დაუახლოვდება.მიმდინარე
მაკროეკონომიკური
ვითარებისა და არსებული
რისკების
გათვალისწინებით,
მონეტარული პოლიტიკის
კომიტეტმა მონეტარული
პოლიტიკის განაკვეთი
უცვლელად შეინარჩუნა.
ზომიერად მკაცრი
მონეტარული პოლიტიკის
მიზანია ინფლაციური
მოლოდინებისა და მეორე
რაუნდის ეფექტების
რისკების მინიმიზირება,
რათა მიწოდების შოკის
ამოწურვის შემდეგ
ინფლაცია მიზნობრივ 3
პროცენტს სწრაფად
დაუბრუნდეს. იმ
შემთხვევაში, თუ
გახანგრძლივებული
მიწოდების შოკის შედეგად
ინფლაციურ მოლოდინებში
ზრდის ტენდენცია
გამოიკვეთა, რაც მეორე
რაუნდის ეფექტებსაც
გააძლიერებს, მპკ
მონეტარული პოლიტიკის
განაკვეთის ზომიერ ზრდას
გააგრძელებს. ხოლო მას
შემდგომ, რაც ინფლაციური
შოკი ამოიწურება, სებ
ეტაპობრივად დაიწყებს
პოლიტიკის
ნორმალიზებას.მონეტარული
პოლიტიკის კომიტეტის
შემდეგი სხდომა 2026 წლის 16
დეკემბერს გაიმართება.
1792569931