თბილისი (GBC) – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,სარფის" საბაჟო გამშვები პუნქტის, მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით -  1400 კაფსული ფსიქოტროპული მედიკამენტი ,,პრეგაბალინი" აღმოაჩინეს.

გერმანიისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე მგზავრს, აკრძალული ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები სხვადასხვა ზომის მუყაოს კოლოფში მალულად ჰქონდა განთავსებული.

გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.