თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 1Q26-ში საქართველოს აეროპორტები 1.6 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 4.3%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს - აეროპორტებიდან გაემგზავრა 0.8 მილიონი მგზავრი (5.3%-ით მეტი), ხოლო აეროპორტებმა მიიღო 0.8 მილიონი მგზავრი (3.3%-ით მეტი).
1Q26-ში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 93.6% რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.
1Q26-ში საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 7.3 ათასი შეადგინა, რაც 20.8%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
1Q26-ში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 10.3 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 92.1% მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 7.9% - გაგზავნილი.
1Q26-ში საქართველოს აეროპორტებში 0.9 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 6.2%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
საქსტატის მონაცემებით, 1Q26-ში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 190.7 ათასი მგზავრი და გადატანილია 30.5 ათასი ტონა ტვირთი. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 57.7%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო გადატანილი ტვირთის მოცულობა 18.1%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.