თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, წინასწარი შეფასებით, 2024 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.3% შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 9.8%-ით განისაზღვრა.
საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის სექტორში.