თბილისი (GBC) - ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, რთველის სუბსიდირებაში ცვლილებები მევენახეების მხარდასაჭერადაა მესული.
სოციალურ ქსელში სააგენტოს გავრცელებულ მუხუზლას შეფასებაში აღნიშნულია, რომ მიზანი მოსავლის სრულად და შეუფერხებლად დაბინავებაა. გადაწყვეტილება უალტერნატივოა, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ბოლო წლების დინამიკის შენარჩუნებისთვის.
მთავრობის განკარგულების თანახმად, გასული წლებისგან განსხვავებით, ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. ყურძნის ჭარბ რაოდენობას სახელმწიფო საწარმო, ,,მოსავლის მართვის კომპანია“ ჩაიბარებს დადგენილ ფასად: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს 1,50 ლარად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშების ყურძენს 1,20 ლარად; არაკონდიციურ ყურძენს, რომლის შაქრიანობა არ აღემატება 18%-ს 1 ლარად, ასევე 1ლარად დაზიანებულ/დაავადებულ ყურძენს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციითვე, 2025 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 250 000-30 000 ტონის ფარგლებშია.