ფილმის ,,ახალგაზრდა სტალინი” გადაღებამ მოსახლეობის ნაწილი აღაშფოთა
,,გორს რომ პატრონი ჰყავდეს,
ეს მსახიობთა ჯგუფი ისე
უნდა გარეკონ აქედან, რომ
გასაქცევ გზასაც ვერ
პოულობდნენ”, - ასე
გამოთქვამს უკმაყოფილებას
გორელი მოსახლეობის
ნაწილი ფილმზე, რომლის
გადაღება 2007 წელს დაწერილი
მსოფლიო ბესტსელერის
მიხედვით მიმდინარეობს,
მისი ავტორი ცნობილი
ბრიტანელი მწერალი და
ისტორიკოსი საიმონ სებაგ
მონტეფიორეა.ავტორი
თბილისშიც იმყოფებოდა,
სადაც რეჟისორ გელა
ბაბლუანთან ერთად დაწერა
სცენარი ფილმისთვის,
რომელსაც პროდიუსერი ლენა
ბლავატნიკი კომპანია Access
Entertainment–დან დააფინანსებს.
ფილმს ასევე აფინანსებენ AI
Film და Monte Rosso Prods-იც.წიგნი
საბჭოთა დიქტატორის
ცხოვრების ადრეულ
პერიოდზე გვიყვება, თუ
როგორ იქცა სემინარიელი
ბიჭი სასტიკ მმართველად,
რომელმაც მე-20 საუკუნე
ტერორის, ომისა და
პროპაგანდით
შეცვალა.ბაბლუანმა
აღნიშნა, რომ მას ყოველთვის
იზიდავს იდუმალებით სავსე
ისტორიები და სტალინის
შემთხვევაში საუბარია
ყველაზე დიდ იდუმალებაზე.
იგი დარწმუნებულია, რომ
ჯარვისი შეძლებს
ახალგაზრდა სტალინის
მთელი იმ
წინააღმდეგობების და
საშიში ხასიათის
გადმოცემას.ფილმის
აღმასრულებელმა
პროდიუსერმა დენი კოენმა
აღნიშნა: „სტალინის
ახალგაზრდობის პერიოდი,
როგორც ბანკების
მძარცველის, უჩვეულო და
ნაკლებად ცნობილი
ისტორიაა, როდესაც იგი
რევოლუციური იდეებით იყო
შეპყრობილი, რასაც
ძალადობა, ღალატი და
ძალაუფლების წყურვილი
ახლდა თან“.ამ
მოსაზრებებისგან სრულიად
საწინააღმდეგო აზრი აქვთ
გორელი მოსახლეობის
უმეტესობას. ისინი ამ
ფაქტებს უარყოფენ, რადგან
მათთვის სტალინის
დიქტატორად მოხსენიება
ძალზედ შეურაცმყოფელია. ეს
ადამიანები თავის
უკმაყოფილებას ფეისბუკის
პოსტების კომენტარებში
გამოთქვამენ: ,,ბანკებს რომ
ძარცვავდა ჯიბეში კი არ
იდებდა და დაჩებს არ
აშენებდა ატენის ხეობაში
ის ფული რევოლუციას
ხმარდებოდა რევოლუციას
რომელმაც გლეხს მიწა მისცა
განათლება მუშბს ქარხნები
და ფაბრიკები უფასო
განათლება მედიცინა
უფასოთ ბინები და ასე
შემდეგ და კიდევ ათასი რამ
რაზეც
ლიბერასტ-ლიბერალები ხმას
არ იღებენ!!! ქალბატონო
სიტყვაზე თქვენ რომ ბანკი
გაგეძარცვად რას ან ვის
მოახმარებდით იმ ფულს
საინტერესოა!??”. სტალინის
ერთგული მხარდამჭერები
ამბობენ, რომ ბრიტანელი
,,კაპიტალისტები” ,,მშრომელ,
უბრალო ხალხის ბელადის”
კარგ მხარეს არ
წარმოაჩენენ, თანაც
მათთვის ასევე
შეურაცხმყოფელია ,,დიდი
სტალინის” როლზე
,,ინგლისელი-სომეხი” (ასე
მოიხსენიებენ) კოსმო
ჯარვისის დამტკიცება,
როდესაც საქართველოში
ამდენი კარგი
მსახიობია,,ბრიტანელი რომ
არ მოეწვიათ სტალინის
როლზე ჩვენთან დაილია
მსახიობები? ქართველის
მსგავსად ქართველის როლს
ვინ შეასრულებს გინდა
დიქტატორი იყვეს და გინდა
ანგელოზი”.,,მსოფლიო
პიროვნება გვყავდა
ქართველებს, და
გაანადგურეთ ბოლომდე. ეს რა
ერი ვართ. ვინ არიან
ბრიტანელები, და რატომ
აძლევთ უფლებას ისტორია
გადაწერონ. თავისი
პრემიერის: უ. ჩერჩილის
სიტყვები მაინც გაიხსენონ
სტალინის
შესახებ”.,,სტალინის
ჩიბუხიდან დაბერტყილი
თამბაქოს ფერფლის ფასი არ
არიან დღევანდელი ვითომ
პატრიოტი პოლიტიკოსები
ეგენი მდიდრდებიან
ტვინგამორეცხილი ხალხის
ხარჯზე”.იოსებ ჯუღაშვილი
დაიბადა 1879 წლის 21
დეკემბერს, ქალაქ გორში.
მისი მშობლები იყვნენ
ეკატერინე გელაძე და
ბესარიონ ჯუღაშვილი. 1888-94
წლებში სტალინი სწავლობდა
გორის სასულიერო
სემინარიაში. 1922 წლიდან იყო
ბოლშევიკების ცენტრალური
კომიტეტის გენერალური
მდივანი. 1941 წლიდან საბჭოთა
მთავრობას მეთაურობდა. 1953
წლის 5 მარტს კი ინსულტით
გარდაიცვალა. 9 მარტს მისი
ნეშტი ლენინის გვერდით
მავზოლეუმში დაასვენეს. 1961
წლის 31 ოქტომბერს სტალინის
ცხედარი მავზოლეუმიდან
გაიტანეს კრემლის
კედელთან
დაკრძალეს.სტალინს
პირადად აქვს ხელი
მოწერილი სიკვდილით
დასჯის სიებზე, რომლებშიც
შედიოდა დაახლოებით 40–45
ათასი ადამიანი (ე.წ.
„სასიკვდილო სიები“, 1937–1938
წლები, დიდი ტერორის
პიკი).თუ ვსაუბრობთ არა
მხოლოდ ხელმოწერებზე,
არამედ მთლიანად მის
პოლიტიკაზე (რეპრესიები,
გულაგი, იძულებითი
კოლექტივიზაცია,
შიმშილობები,
დეპორტაციები),
ისტორიკოსების ფართოდ
მიღებული შეფასებები
ასეთია: დაახლოებით 10–15
მილიონი ადამიანი (ზუსტი
რიცხვი დადგენილი არ
არის).ავტორი: თამარ
საბაშვილისაქართველოს
უნივერსიტეტის სოციალურ
მეცნიერებათა სკოლის
პირველკურსელი.
1766572506