თბილისი (GBC) – საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რთველი 2025–ის ორგანიზებისთვის საკოორდინაციო შტაბი შეიქმნება.

დოკუმენტების მიხედვით, სამუშაო ჯგუფში ჩართული იქნება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებები, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საჭიროების შემთხვევაში მევენახეობის ზონების შესაბამისი რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულები.

ღვინის კომპანიებს, რომლებიც 2025 წლის რთველზე კახეთში დაკრეფილ ყურძენს მიიღებენ და გადაამუშავებენ, ვალდებული არიან ელექტრონული ფორმით გაიარონ რეგისტრაცია რთვლის საკოორდინაციო შტაბში.

გარდა ამია, ღვინის კომპანიებმა ყურძნის მიღება-ჩაბარება უნდა განახორციელონ ელექტრონული სასწორით აღჭურვილ ყურძნის მიმღებ პუნქტებში. გამონაკლისია მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც 100 ტონაზე ნაკლებ ყურძენს ჩაიბარებენ.

ღვინის ეროვნულ სააგენტოს კი 20 ერთეულამდე ყურძნის წვენის ნიმუშის ამღები დანადგარების შესყიდვა დაევალა იმისთვის, რომ ჩასაბარებელი ყურძნის ხარისხის შემოწმება მოხდეს.