თბილისი (GBC) - ბორჯომ-ბაკურიანის რეისზე ე.წ. „კუკუშკა“ უახლოეს პერიოდში განაახლებს მოძრაობას
,,ვიწყებთ ე.წ. „კუკუშკის“ სრულ რეაბილიტაციას. ბორჯომ-ბაკურიანის რეისი დაახლოებით 6 წელია გაჩერებულია. რეაბილიტაციის პროექტი მიზნად ისახავს აღნიშნული უნიკალური სამთო ხაზის ინფრასტრუქტურის განახლებასა და მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას. პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია როგორც მოძრავი შემადგენლობის, ასევე სადგურებისა და საოპერაციო პროცესების მოდერნიზაცია, ელექტროგადამცემი და საკონტაქტო ხაზების რეაბილიტაცია," - აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე.
„კუკუშკის“ რეაბილიტაციის შემდეგ დღეში 4 რეისის შესრულება იგეგმება.
GR -ის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონული ტურიზმის განვითარებას, ეკონომიკური აქტივობის ზრდას და ბორჯომ–ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის ფუნქციონირების ახალ ეტაპზე გადასვლას.